სხეულის გაერთიანება, „სანჩინ“ (სამი ბრძოლა) და სუნთქვის ხერხები
„ტოიცუტაი“ - ანუ სხეულის გაერთიანება. კარატეს სეიბუკაის სახეობაში ეს ტერმინი გამოხატავს მდგომარეობას, როდესაც ეპიცენტრი არის წელი და სხეულის ზედა და ქვედა ნაწილები არის მთლიანად ერთად თავმოყრილი. თუ ეს ე.წ. სხეულის გაერთიანება მოხერხდა, პოტენციურად არსებული ძალის მაქსიმალური დემონსტრირება იქნება შესაძლებელი.
სეიბუკაიში სხეულის გასაერთიანებლად სხვადასხვა სწავლებას გადიან, და ითვისებენ სხეულის სწორ ფორმირებას. ფიქრობენ, რომ სწორედ აქედან გამომდინარე შესაძლებელია წარმოჩნდეს ძალა, რომელიც ყოველდღიური სხეულის მოძრაობით შეუძლებელია. სეიბუკაიში, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სამი ფორმით მიმდინარეობს მეცადინეობა: „ძირეული ფორმა“, „გაკაჟების ფორმა“ და „მაღალი კლასის ტექნიკის შესწავლის ფორმა“. ამჟამად სხეულის გაერთიანების შესაბამისი „გაკაჟების ფორმის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „სანჩინ“-ის და მასთან ერთად ამ გაერთიანების მეშვეობით უმნიშვნელოვანესი სუქნთქვის წესების შესახებ მოგითხრობთ.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ სეიბუკაი არ გულისხმობს საბრძოლო ხელოვნების შესწავლას მხოლოდ იმისათვის, რომ ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ამ მიმართულებაში საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშის გარდა 3 ელემენტი უნდა იყოს თავმოყრილი.
პირველი არის „ნაიკო“ - ეს არის ელემენტი, რომლის საშუალებითაც სხეულის შიდა ორგანოების და დაფარული ნაწილების ვარჯიშია შესაძლებელი. მეორე – „გაიკო“. ეს პირიქით, კანისა და კუნთების, სხეულის გარე ნაწილების სავარჯიშო ელემენტია. მესამე – „ხელოვნება, რომლის მეშვეობითაც ბრძოლაში უნდა მოვიგოთ, ანუ „თავდასხმა და თავდაცვა“. აი, ამ სამი ელემენტის მეშვეობით, საბრძოლო ხელოვნებით ძლიერება მხოლოდ ფიზიკური ძლიერებით არ შემოისაზღვრება. მხოლოდ ფიზიკური ძლიერება ასაკის მომატებასთან ერთად სუსტდება. თუმცა სეიბუკაიში ჩადებულია აზრი, რომ საბრძოლო ხელოვნებაში დაბერებასთან ერთად სხეულის სიკაჟე, გამოწრთობა და მოქნილობა არ უნდა დაიკარგოს.
ამასთან ერთად ეს მომენტი სპორტისა და საბრძოლო ხელოვნების განმასხვევებლადაც არის მიჩნეული. სხეულის გაკაჟებისა და გამოწრთობისათვის სწორედ ეს „სანჩინ“-ის სისტემა არსებობს.
მყესების წვრთნა
როგორ განვავითაროთ საწვრთნელად ძნელი სხეულის ნაწილები
„სანჩინ“ ეს არის მთელი სხეულის დაჭიმვის მეშვეობით სხეულის კუნთების, ძვლებისა და მყესების გამოწრთობის სისტემა. კუნთებისა და ძვლების განვითარება სპორტულ არენაზეც შესაძლებელია, თუმცა მყესების გამოწრთობა სპორტში შეუძლებელია.
საბრძოლო ხელოვნების სფერო, სწორედ რთულად გამოსაწრთობი მყესებია. მათი გარდაქმნა პარტნიორთან მიმართებაში უფრო მოქნილს გვხდის. ეს მყესების ხელოვნებითი გამოყენების წესია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ძალის გამოვლინება, რომელიც არა კუნთების არამედ მყესების მეშვეობით ხდება. მყესები ძვლებსა და კუნთებს ერთმანეთთან აკავშირებს. ასე რომ ძვლებსაც ერთვის და კუნთებშიც არის. ორივე მათგანთან აქვს კავშირი. კუნთები რომც დასუსტდეს, მყესები თუ ძლიერი იქნება, შესაძლებელი იქნება სხეულის მოძრაობა. როგორი მარტივიცაა კუნთების დაყენება, ასევე იოლად ქრებიან. რაც შეეხება მყესებს, მართალია გამოწრთობამდე საკმაო დროა საჭირო, სამაგიეროდ ძალიან რთულად სუსტდება. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი იმისა, რომ მყესებში უფრო მეტი ძალაა დაფარული.
„სანჩინ“-ით მიღწეული ცენტრალური ენერგია
ის რომ „სანჩინ“-ისათვის გამოყენებული სწავლება სხვადასხვა სფეროებად - ძირეული სწავლება, გადაადგილებითი სწავლება, ტექნიკური სწავლება, - იყოფა, მიგვანიშნებს მის მნიშვნელობაზე.
ზემოთ აღნიშნულის მსგავსად, „სანჩინ“-ი სხეულის გაერთიანებას უწყობს ხელს. იმისათვის რომ სხეული ერთ მთლიანობად იქცეს, საჭიროა სხეულის სამი ნაწილი: მხრები, მუცელი და საჯდომი. მხრები, პრესი, ფეხების ცერა თითები, თეძოები და საჯდომი დავჭიმოთ. შემდეგ მხრები მოვუშვათ, მოვადუნოთ. ჩნდება ისეტი ადგილი, სადაც ეს მოშვებული ძალა და დაჭიმულობისაგან წარმოქმნილი ძალა ერთმანეთს ეჯახება და ეს ადგილი სხეულის ეპიცენტრში ხდება. აი ამ ეპიცენტრს საბრძოლო ხელოვნების ენაზე „ტანდენ“ ეწოდება.
ზედა ნაწილის დაძაბულობა ქვედა ნაწილისაკენ გადავანაცვლეთ, სხეულის წინა და უკანა, მარცხენა და მარჯვენა მხარეები, აგრეთვე შიდა და გარე ნაწილები და სულიც გავაერთიანეთ და მივიღეთ მდგომარეობა, რომლის პირდაპირ გამომხატველი სიტყვაა „ჯუკოუ-კაჯიცუ“.
„სანჩინ“-ის სწავლებისას ასეთ მდგომარეობასთან მიახლოებით სხეული უფრო უნდა გამოვაწვრთოთ.
სულისა და სხეულის ჰარმონიული და ძლიერი მდგომარეობის მისაღწევი სუნთქვის წესები
„სანჩინ“-ის მოძრაობებს თუ დავუმატებთ „იბუკი“-ს, ანუ ღრმა სუნთქვას, შესაძლებელი გახდება უფრო ძლიერი დაჭიმვის შედეგის მიღება. მანამდე სუნთქვის შესახებ მოგცემთ ახსნა-განმარტებას. საერტოდ სუნთქვა 3 დიდ ჯგუფად იყოფა: ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ხუთ-ხუთი წუთით ანუ „კოკიუტოჩიო“. ხანგრძლივი ამოსუნთქვა და მოკლე ჩასუნთქვა ანუ „კოჩოკუტან“. მოკლე ამოსუნთქვა და ხანგრძლივი ჩასუნთქვა. რაც შეეხება სუნთქვის ღერძს, ვეგეტატიური ნერვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი არის მაგრამ, თუ გავიაზრებთ აჩქარებული და შენელებული სუნთქვის თავისუფლებას, სწრაფად ჩასუნთქვა და ნელა ამოსუნთქვაც შესაძლებელია. ნერვული სისტემით მართვადი კუჭ-ნაწლავისა და გულის სწრაფი მოძრაობა კი შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ სუნთქვის წესები აჩქარება-შენელების გაძლიერება და შესუსტების გაკონტროლების შესაძლებლობას გვაძლევს და აგრეთვე სულიერი მდგომარეობის გაკონტროლებაც მნიშვნელოვანი ელემენტია. თუ სუნთქვის წესებს შევისწავლით, შესაძლებელი გახდება ვეგეტატიური ნერვული ცენტრის გაკონტროლება. როცა გული არასტაბილურია ნული (შენელებული) სუნთქვის მეშვეობით ნერვის მგრძნობელობას ვაკონტროლებთ და განწყობილებაც წესებთან შედარებით აფართოებენ დიაფრაგმის მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ მუცლის კუნთებსა და წელისა და მისი მიმდინარე კუნთების თანაბარ გაკაჟებას (წვრთნას) უზრუნველყოფენ.
მუცლიდან წარმოქმნილი ფეთქებადი ძალა
პარტნიორში შეღწევადი ძალა
ვინაიდან „სანჩინ“-ი და სუნთქვა კომბინირებულია, ერთ მთლიანობას წარმოადგენენ, „სანჩინ“-ის სწავლის დროს ვიყენებთ „იბუკი“-ს. თვითონ „იბუკი“ არამუცლისეური სუნთქვის ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია და ვინაიდან ამოსუნთქვისას ძლიერი პრესის დაჭიმვით სხეულის ცენტრად წოდებული „ტანდენ“-ი კარგად აქვს გააზრებული, ამ სუნთქვას მეორენაირად ცენტრალური სუნთქვა ეწოდება. დაჭიმვითა და სუნთქვითი წესების გამოყენებით შესაძლებელია ტანდენ-ის შემცნება. გვინდა ავხსნათ თუ როგორი ეფექტი აქვს პრესის დაჭიმვას. ის კუნთები, რომლებიც წამიერი (უეცარი) ძალის წარმოქმნას უზრუნველყოფენ, არის მუცლის და წელის მიმდებარე კუნთთა ჯაჭვი. სანცჰინ-ის ეს დაჭიმვები ამ კუნთების გასავითარებლადაც ტარდება. განსაკუთრებით მუცლის პრესის დაჭიმვით, სხეულის ზედა ნაწილი ძლიერად იჭიმება და მიღწევადი ხდება წელისა და მუცლის „სანჩინ“-ის „დაჭიმული“ მდგომარეობა და პრესის მოქმედებით უეცარი ძალის წარმოქმნა. როგორც მანამდე აღვნიშნეთ „სანჩინ“-ის ჩატარების დროს „იბუკი“-დ წოდებული სუნთქვებიც ტარდება. სუნთქვის დარეგულირებით, სხეულის დაჭიმვა უფრო ძლიერი ხდება. აქედან გამომდინარე „სანჩინ“-ი და „იბუკი“ განუყოფელია ერთიმეორისაგან. ეს ძალა სხეულში ცენტრად წოდებული „ტანდენ“-იდან ზურგის გავლით ხელებში, ან სხეულის ქვედა ნაწილში ფეხებამდე.
შემდგომი განვითარების ტექნიკა – ფიზიკური დასუსტების გადალახვა
სხეული, რომელიც არის ეპიცენტრული კუნთების, სხეულში ძალისა და ახალგაზრდობისა, საბოლოოს სუსტდება. ამ დასუსტების შემაჩერებელი მეთოდიკა მედიცინასა და სპორტული მეცნიერების სამყაროში ჯერ არ არსებობს. შესუსტების მიზეზი სწორედ რომ დაბერებაა. ანუ გარდაუვალი დაბერების კანონზომიერება. თუმცა ტექნიკა დაბერებასთან ერთად იწრთობა. ეს უკვე ძირეული (ნამდვილი) ტექნიკა. წლებიც რომ მოგემატოთ ამ ტექნიკის გამოყენების განვითარება მაინც შესაძლებელია. ეს ფიზიკური ძლიერება არ არის.
აი ამგვარად სეიბუკაიში „სანჩინ“-ისა და სუნთქვის მეშვეობით, სხეულის წვრთნა და ერთიანი ორგანიზმის მისაღწევი ვარჯიშები ხორციელდება. სხეულის გაერთიანება ნელ-ნელა ვარჯიშების მუდმივი განმეორებით მიიღწევა და მას არა აქვს კავშირი ადამიანის მონაცემებსა და ფიზიკურ ძალასთან. სწორედ ამიტომ ამ ერთიანი მდგომარეობის დასუსტება და დანგრევა ასაკოვანი ადამიანში უფრო რთულია, ვინაიდან ეს მრავალწლიანი ვარჯიშზე დაყრდნობით არის მიღწეული. ამ მექანიზმის მიხედვით მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდმივად მოვარჯიშე ადამიანი მოიპოვებს გამარჯვების ძალას „კეიროკუ“-ს, ტექნიკასა და სხეულს. და ბოლოს ვფიქრობ რომ, გაერთიანებული ორგანიზმის ძალა ეს შეიძლება იყოს, როგორც წამიერად წარმოქმნილ აფეთქების ძალის ტოლი, რომელიც არ არის გათვლილი სხეულის ცალკეულ ნაწილებზე.