სტატია 6

„ტენშო“ (ხელის მტევნის ცვლილება)

„სანძენ“ თუ არის „გო“-ს ფორმა, „ტენშო“ „ჯიუ“-ს შემადგენელი ნაწილია. „სანძენის“ დროს სხეული გამოიყენება ყველა კუნთის გაერთიანებითა და დაძაბვით. „ტენშო“-ს დროს კი პირიქით სხეულს შოლტივით ვადუნებთ. სხეულის რბილად გამოყენებით, გადამცემი ძალა უფრო იმატებს. სხეულის დაძაბვისა და მოდუნების  ხარისხი რაც უფრო დიდია, მით უფრო შეგვიძლია ვთქვათ რომ სხეული კარგად ნავარჯიშევია.

„სეიბუკაი“-ში „სანძენ“ არის სხეულის ფორმირების  სიმბოლო, „ტენშო“ კი სხეულის გამოყენებისა. როცა მოწინააღმდეგეს იმავე ძალით დავუპირისპირდებით რაც მას აქვს, მაშინ ღონეთა პაექრობა გამოვა. ასეთ დროს მოწინააღმდეგეს თუ უფრო მეტი ძალით აღვუდგებით წინ, ეს არის „გო“, ხოლო თუ უფრო ნაკლებით, მაშინ „ჯიუ“ არის.

თუ სათანადო დონეზე არ ვფლობთ ტექნიკას, მაშინ მოწინააღმდეგეზე ნაკლები ძალით ვერ შევძლებთ გამარჯვებას. ხოლო თუ მოწინააღმდეგეს, სხეულის ღერძის, სიმძიმის ცენტრის დარღვევით დავაკარგვინებთ სტაბილურობასა და ილეთის ძალას, უფრო მცირე ღონითაც შევძლებთ მივაღწიოთ გამარჯვებას. ამგვარ ეფექტურ შესრულებას „სეიბუკაი“-ში უწოდებენ „მცირე ძალით დიდის კონტროლი“.

მაგალითად მოწინააღმდეგის სხეულის ღერძის, სიმძიმის ცენტრის დასარღვევად არსებობს ბიძგის, მოქაჩვის, გრეხვის და სხვა მეთოდები. ამათ შორის მიწოლისა და მოქაჩვის დროს მოწინააღმდეგის ძალას პირდაპირ ვეჯახებით. „ტენშო“-ს მეშვეობით კი წრიული მოძრაობით, მოწინააღმდეგესთან შეჯახების გარეშე შესაძლებელია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამ მოსაზრებას საერთო აქვს აიკიდოსა და სხვა უიარაღო საბრძოლო ხელოვნებასთან. ამის გარდა ამ ილეთს მოწინააღმდეგე თუ მთელი ძალით დაუპირისპირდება, ამ შემთხვევაში „სანძენ“-ით შექმნილი ღონით ბოლომდე შეგვიძლია გავანადგუროთ ის.

საერთოდ რომ ვთქვათ ძალის კონცეფციაში მისი ორი სახეობა მოიაზრება. ერთი არის, ჩვეულებრივი კუნთებიდან წამოსული ძალა. ასევე ეს არის ძალა რომელსაც ზედაპირულად ვეჯახებით.  მეორე კი არის „სანძენ“-ის მეშვეობით შექმნილი ძალა. ამ ძალას „კეირიოკუ“-ს (განსაკუთრებული ძალა) უწოდებენ. ეს ძალა ზედაპირთან შეჯახების გარეშე აღწევს მოწინააღმდეგემდე. ჩვეულებრივი ძალა ძვლებზე დაყრდნობით, მხრებსა და ზურგში ეშვება და გარეთ ვერ აღწევს. „კეირიოკუ“ კი კუნთებზე დაყრდნობით, ოთხივე კიდურში დაუბრკოლებლად აღწევს და ადვილად გამოიცემა გარეთ. თუ ორივე ძალას შევადარებთ ასეთ სურათს მივიღებთ:

1.     ძალა ფორმაში გამოვლინდება – „კეირიოკუ“ არამატერიალური და ფორმის გარეშეა 

2.     ძალა აგვიანებს – „კეირიოკუ“ თავისუფლად მოედინება

3.     ძალა ნელია – „კეირიუკუ“ სწრაფია

4.     ძალა ბლაგვია – „კეირიოკუ“ მახვილია

ამ ძალთა განსხავავებასა და  მოქმედებას თუ არ გავიაზრებთ, სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ დროს დავხარჯავთ კუნთების ძალის გამომუშავებაზე.  სხეულის დაბერებასთან ერთად, კი ძალასაც დავკარგავთ. კარატეს სხეულის წრთვნის მეთოდს წარმოადგენს, საწყის ეტაპზე გარეგნული ეფექტისთვის ვარჯიში. ეს ხშირად, სპორტული ვარჯიშებისგან დიდად არ განსხვავდება. მაგრამ „ბუდო“-ში, რომელიც მთელი ცხოვრების გზას მოიცავს, იმისთვის  რომ მისი დამამთავრებელი ეტაპი საკმაოდ მაღალი იყოს, ძვლები, კუნთები, სახსრები სასიცოცხლო ენერგიის მეშვეობით უნდა გავაერთიანოთ და გამოვწრთოთ. თანამედროვე მედიცინაში და ასევე სპორტში არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემა, ეს არის დაბერების პროცესი. დაბერების პროცესი გამოიხატება სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვაში. ბევრი კარატეს მიმდევარი მხოლოდ საწყისი ეტაპის წრთვნებს ასრულებს, ისე რომ შემდგომი საფეხურის შესახებ არ იცის. ეს იმის შედეგია რომ სპორტულ დონეზე ასრულებენ წრთვნას.

იმ დროს როცა ყურადღებას მივაქცევთ იმ ვარჯიშებს რაც „სანძენ“-ის’ და „კეირიოკუ“-ს შექმნისთვის მოიაზრება, სპორტული  ვარჯიშებიდან „ბუდო“-სკენ პირველი ნაბიჯიც გადაიდგმება.

როგორც უკვე „კიჰონ“-ის განმარტებისას მოგახსენეთ, ცენტრალური ღერძის „ჯიკუ“-ს’ და სიმძიმის ცენტრის შექმნით სხეულს სიმყარეს ვუნარჩუნებთ და აქედან გამომდინარეობს ძალა. და პირიქით ღერძისა და სიმძიმის ცენტრის დარღვევით მოწინააღმდეგეს სტაბილურობას ვართმევთ და მის შეტევით ძალას ვასუსტებთ.

„ტენშო“-ს „კატა“-ს გამოყენებით, რომელიც ეფუძნება წრეწირის თეორიას, ვარღვევთ მოწინააღმდეგეს. ამ ილეთების მეშვეობით შესაძლებელი ხდება პატარამ დიდი, რბილმა მყარი, სუსტმა ძლიერი დაამარცხოს. „ტეკატანა მავაშიუკე“, „მავაშიუკე“, „მარუკტაჩი გიაკუცუკი“ და სხვა, ყველა წრიულ ვარჯიშებზე დაფუძნებული ილეთებია. ბუნებაში არსებული ყველა საგანი, იქნება ეს მდინარე, თუ მთა, ხე თუ ციური სხეულები, ყველაფერი მოძრაობს წრისა და პარაბოლას ფორმაზე. წრიული მოძრაობა ბუნებრივი მოვლენაა. წრიული ვარჯიში გადახვევის გარეშე, სადაც იწყება იქ მთავრდება და ამიტომ ამ მოძრაობების შეუწყვეტლად გამეორებაა შესაძლებელი. მაგალითად გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარის ბუნებრივი მონაცვლეობის მსგავსად წრიულ მოძრაობებშიც არანაირი შეჩერება არ არსებობს. თუმცა უბრალოდ წრის თეორიის ცოდნით ვერაფერს გავხდებით, მასში კიდევ ოსტატური ილეთებიცაა ჩართული. ამ ილეთების გამოყენებით  შეხების დროს  უკვე მოწინააღმდეგეს წონასწორობა დაკარგული აქვს. ამას ეძახიან „ნენ“ (საკუთარ მოძრაობებზე აიყოლო მოწინააღმდეგე) და „სო“ (მოწინააღმდეგის სიჩქარესთან საკუთარის შეთავსება). ამ ილეთების ძირითადი პრინციპების ცოდნით საკუთარი სხეულის ღერძისა და სიმძიმის ცენტრის დარღვევის გარეშე „სანკაკუჰოკო“-სა (სამკუთხა ნაბიჯი) და „მავარიკომი“-ს მეშვეობით, მოწინააღმდეგესთან მიმართებაში, ვიკავებთ მომგებიან მდგომარეობას. თან „სანძენი“-ს მეშვეობით შექმნილ ძალას „ტანდენი“-დან გამოვცემთ და თან წრიული მოძრაობის ილეთებს ვიყენებთ.

ზემოთქმულიდან გასაგებია რომ „სეიბუკაი“-ს ძირითადი აზრია „მოწინააღმდეგესთან შეჯახების გარეშე“ ბრძოლა. „ბუდო“-ში კი ორი საკითხი არსებობს, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ, ერთია როცა არის ძალა, ხოლო „ჯიუ“ (სირბილე) არასაკმარისია, მეორე კი პირიქით როცა არის სირბილე და არ გვყოფნის ძალა.

ამ ურთიერთსაპირისპირო კონცეფციაში არსებობს ის კულტურა და ურთიერთობა რომელიც მეტია ვიდრე ურთიერთწინააღმდეგობა.

„გო“-ში („იან“ დადებითი საწყისი)  არსებობს „ჯიუ“ („ინ“ უარყოფითი საწყისი), და „ჯიუ“-ში არსებობს „გო“. სწორედ ეს მოვლენა „სეიბუკაი“-ში მოიაზრება, როგორც „გო“-სა და „ჯიუ“-ს ურთიერთდახმარებით თანაარსებობა. სწორედ ეს თეორია არის „სეიბუკაი“-ს სიმბოლური ნიშანი. წინა სტატიების შეჯამებით კი შემდეგ პუნქტებს მივიღებთ:

1.     „კიჰონ“, „იდო“ და „კატა’“-ს მეშვეობით სხეულის ღერძსა და სიმძიმის ცენტრს ვაფიქსირებთ.

2.     „სანკაკუჰოკო“-სა და „მავარიკომის“ მეშვეობით  მოწინააღმდეგესთან მიმართებაში მომგებიანი პოზიციის ვიკავებთ.

3.     წრიული მოძრაობებით მოწინააღმდეგესთან შეჯახების გარეშე  მის სხეულის ღერძსა და სიმძიმის ცენტრს ვარღვევთ.

4.     „სანძენ“-ის მეშვეობით წარმოქმნილი გადამცემი ძალით მოწინააღმდეგეს ვაქცევთ.

წინა სტატიებში მოხსენებული სხეულისმიერი აღქმის უნარი საწყის ეტაპზე თუ ზედაპირულია, შემდგომში იგი შიგნით ინაცვლებს. სხეულის ღერძი „ჯიკუ“, სიმძიმის ცენტრი, „ტანდენი“ (მუცლის ქვედა მხარე) ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევიგრძნოთ, ეს არ არის სხეულში არსებული შინაგანი ორგანოები. ყოველდღიური ვარჯიშითა და წრთვნით ერთ დღესაც მივხვდებით შეგრძნების სხვაობას წინა დღეებთან შედარებით და ეს იქნება თვითგამოღვიძების ტოლფასი.

ამის გარდა, ამგვარი, ერთი შეხედვით უბრალო ვარჯიშების შედეგი უფრო მეტია, ვიდრე მოწინააღმდეგეზე გამარჯვება. ეს არის საკუთარი სხეულის თვალით უხილავი ნაწილების „ჯიკუ“-ს, სიმძიმის ცენტრის, „ტანდენი“-ს აღქმის უნარის გამოწრთობა და სულიერი კონცენტრაცია. ამ დროს ორგანიზმში არსებული სასიცოცხლო ენერგიის გააქტიურებით, სხეულის უკეთესობისკენ ცვლილება იწყება. იზრდება სხეულის თავდაცვისუნარიანობა (ავადმყოფობისგან). ზუსტად ამ დროს სხვასთან დაპირისპირებას ვწყვეტთ და მხოლოდ საკუთარი თავის სრულყოფისთვის ვვარჯიშობთ საბრძოლო ხელოვნების საშუალებების დასახვეწად. შედეგად 50-60 წლის მებრძოლის სხეულის, ილეთების, თუ სულიერი ძალა გაცილებით მეტია ვიდრე 20-30 წლისა.

„ბუდო“ ადამიანის ხასიათისგან არც ისე შორს არის. კარატესა და „ბუდო“-ს შესწავლით ვუძლებთ ტანჯვას, ვამარცხებთ შიშს და ხელს ვუწყობთ მტკიცე სულის ჩამოყალიბებას, ნეგატიურ ხასიათს ვცვლით დადებითით. სწორედ ეს არის „ბუდო“, ადამიანის წარმატებული ცხოვრების გზა.

კარატეს განვითარებაში თანამედროვე ევროპულ-ამერიკული სპორტის მეცნიერებას უდავოდ მიუძღვის წვლილი. ნათელი მაგალითია კარატეს შეჯიბრებად ქცევა, სადაც ხდება კუნთების, ფილტვების, გულის ფუნქციების გამოწრთობა.

თუმცა კარატე, როგორც  „ბუდო“, ეს არის  აღმოსავლური  სხეულის კულტურის გააზრება და მისგან წარმოქმნილი ილეთები. ამ მნიშვნელობით მოცემულ გამოცემაში ჩვენი მიმდინარეობის მტკიცებით, არ უარვყოფთ სხვას. უბრალოდ მადლობელი ვიქნებით თუ „სეიბუკაი“-ს თვალსაზრისით განხილულ საბრძოლო ხელოვნების ტრაქტატს თვალს გადაავლებთ.

Comments are closed.