სეიბუკაის საერთაშორისო ორგანიზაცია

1999 წლის დეკემბერში იუკიო ნიშიდამ დააარსა ორგანიზაცია – ბუდოს საერთაშორისო ორგანიზაცია „კიოკუშინ კარატე სეიბუკაი“, შემოიღო ახალი ლოგო და ემბლემა.

გარკვეული დროის შემდეგ იუკიო ნიშიდამ შეიმუშავა ბრძოლის კონცეფცია, მან მოახერხა და ერთმანეთს შეუერთა სირბილის ტექნიკა და ბრუნვითი მოძრაობის კონცეფცია სიხისტის (ძალის) წინააღმდეგ. შიჰან ნიშიდამ შექმნა კარატეს ვარჯიშის საკუთარი სისტემა, მუდამ ცოცხალი საბრძოლო ხელოვნებისთვის, რა მიზნითაც გააერთიანა კარატეს ტრადიციული სტილი, ჩინური საბრძოლო ხელოვნება და აიკი ჯიუ-ჯიცუ. ამგვარად, ნიშიდამ შექმნა სწავლების ახალი მეთოდი და შეიმუშავა მთელი სიცოცხლის მანძილზე კარატეს სწავლების კონცეფცია. სწორედ სეიბუკაი კარატე წარმოადგენს ძველი კარატეს ახალ იერსახეს.

სეიბუკაი არის ახალი ფორმაციის მზარდი ორგანიზაცია და გააჩნია უდიდესი ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი პოტენციალი. იგი ღირსეულად იკავებს ადგილს, იაპონიის საბრძოლო ხელოვნების ლიდერთა შორის.

სეიბუკაის სახელის ქვეშ იკრიბებიან ღირსეული კარატისტები, რომელნიც შორს დგანან ყოველგვარი პოლიტიკის და დესტრუქციული ქმედებებისგან.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს სერიოზულად დაეუფლოს აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას, აგრეთვე არამხოლოდ ივარჯიშოს, არამედ იყოს ძლიერი და სტაბილური ორგანიზაციის წევრი, მათ ეძლევათ ამის საშუალება.

სეიბუკაის ორგანიზაცია არის უძველესი, აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ტრადიციების ერთგული მიმდევარი, რომელიც ააღორძინა მასუტაცუ ოიამამ და რომელსაც ღირსეულად აგრძელებს, მისი ერთგული მიმდევარი და გამოჩენილი მოსწავლე, იუკიო ნიშიდა.

Comments are closed.