ნიშნავს „აბსოლუტური ჭეშმარიტების საზოგადოებას“.
კიოკუშინკაი კარატე არის კონტაქტური სტილი, რომლის დამაარსებელია, კორეული წარმოშობის, იაპონელი დიდოსტატი – მასუტაცუ ოიამა.
იმისათვის, რომ გასაგები გახდეს კიოკუშინკაი კარატეს ფილოსოფია, საჭიროა საერთო ფიზიკური და სპეციალური ტექნიკური მომზადება.
თავისი არსებობის მანძილზე, კიოკუშინკაი კარატე, პოპულარობით გაუთანაბრდა და მნიშვნელოვნად გაასწრო კიდეც სხვა აღმოსავლურ ორთაბრძოლების სახეობებს.
1964 წელს ოფიციალურად გაიხსნა მასუტაცუ ოიამას სკოლა, სახელწოდებით – კიოკუშინ, რომელმაც დროთა განმავლობაში, გააერთიანა 130 ქვეყნის 12 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში და ამით, იგი საბრძოლო ხელოვნების ყველაზე დიდ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლის იდეოლოგიაში არ არსებობს რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია.
ყველა ჭეშმარიტი კარატისტი, ერთგულია პრინციპებისა, რომელიც ითვალისწინებს უფროსების პატივისცემას, ძალადობისგან თავშეკავებას, სულის სიმტკიცის გაძლიერებას. მაშ, რით განსხვავდება კიოკუშინკაი კარატე დანარჩენი საბრძოლო ხელოვნებებისგან? რამ აიძულა მოსულიყო ასეთი რაოდენობის ადამიანი კიოკუშინკაის სტილზე სავარჯიშოდ? შეიძლება, იმიტომ, რომ კარატე, განსაკუთრებით კი კიოკუშინკაი, არის ერთერთი ნათელი დასტური იმისა, თუ რაოდენ უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობები.
კიოკუშინ – ეს არის სიმართლე თავიდან ბოლომდე. ვინაიდან, არასად არ არის უფრო სამართლიანი ორთაბრძოლები, რადგან ისინი წარმოებენ დამცავი საშუალებების გარეშე (19 წელს ზევით), სადაც მებრძოლის ერთადერთი იარაღი არის თვითონ ის, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენა ხდება, როდესაც მოწინააღმდეგეს ფაქტიურად არ შეუძლია გააგრძელოს ორთაბრძოლა. აქ ყველა მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არის; როგორც ამბობს ნიცშე „არცერთ გამარჯვებულს არ სჯერა შემთხვევითობის“. აქ გამარჯვება არ არის იოლი, მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიშების, საკუთარი თავის იძულების, ტკივილის, დაღლილობის, შიშის დაძლევის შემდგომ ხდებიან ჩემპიონები.
კიოკუშინ კარატე – საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალობასთან და ვერ იტანს კომპრომისებს. ათლეტიზმი, ძალა, დინამიკა, აქტიური თავდასხმა – ეს არის ის, რაც ახასიათებს კიოკუშინის სახეობას.
„მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“, ეს დევიზი არ მიესადაგება კიოკუშინ კარატეს, რადგან გამარჯვებაა აქ მთავარი. მებრძოლის სულის სიმტკიცე და შეუპოვრობა – ეს არის შედეგი მისი სურვილისა გაიმარჯვოს. კიოკუშინის მებრძოლნი ყველაზე ძლიერნი არიან მსოფლიოში, მათ ვერაფერი შეაჩერებს გამარჯვების გზაზე და ამიტომ ისინი ყოველთვის გამარჯვებულნი არიან და პირველ რიგში საკუთარ თავზე.