რას ნიშნავს „ოსს!“

“ოსს!” – ეს არის ტრადიციული ფორმა მისალმების, დამშვიდობების, გაგების გამოხატვის, მზადყოფნის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.

კარატეში არ არსებობს სიტყვა – “არა”, არის მხოლოდ “ოსს!”, რაც ნიშნავს “დიახ”.

ყველა, ვინც ვარჯიშობს კარატეს, შეხვედრისას და დამშვიდობებისას ერთმანეთს არ ეუბნებიან “გამარჯობა”, ან “ნახვამდის”, არამედ “ოსს!”.

მოსწავლე პასუხობს თავდახრით და ძახილით – “ოსს!”, დარბაზში შესვლისას და გამოსვლისას, როდესაც მას მიმართავს მასწავლებელი, ან როდესაც წარმოთქვამს მის სახელს, ან გვარს.

მასწავლებელთან მიმართვისას მოსწავლე ამბობს “სენსეი, ოსს!”, რითაც ღიად გამოხატავს მოწიწებას და პატივისცემას მასწავლებლის მიმართ, რომლის ნებისმიერ ბრძანებას მოსწავლე თავდახრილი პასუხობს მხოლოდ “ოსს!”.

შეჯიბრებისას “ოსს!” – ეს არის ორთაბრძოლის რიტუალის განუყოფელი ნაწილი, შეჯიბრების მონაწილის საბრძოლო სულისკვეთების დემონსტრირება, მისალმება მოწინააღმდეგეს, მსაჯებს და რეფერის.

ნებისმიერი ფიზიკური რთული ილეთების შესრულებისას (მუშტებზე აზიდვა, წამოხტომა, პრესი და სხვ.), როდესაც არაქათი გამოცლილია და საჭიროა ვაიძულოთ საკუთარი თავი გადავლახოთ ყოველივე დაღლილობა და ტკივილი, ვამბობთ “ოსს!” (შევძლებ, გავუძლებ, ვუძლებ).

როდესაც ჩვენ თავს ვხრით და წარმოვთქვამთ სიტყვას “ოსს!”, ამით გამოვხატავთ ყველას პატივისცემას, ვინც ვარჯიშობს კიოკუშინ კარატეს მთელ მსოფლიოში.

 

Comments are closed.