საქართველოს კიოკუშინის ფედერაცია

საქართველოს კიოკუშინის ფედერაცია შეიქმნა 2003 წელს, ხელახალი რეგისტარცია გაიარა 2009 წელს (რეგისტრაციის # 001026).

ფედერაცია თავის საქმიანობას წარმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

საქართველოს კიოკუშინის ფედერაცია არის კიოკუშინის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წევრი.

ფედერაციის მიზანია:

  • სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი და ძლიერი თაობის აღზრდა;
  • პატრიოტული სულისკვეთების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ჩამოყალიბება;
  • კიოკუშინ კარატეს, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია;
  • კიოკუშინ კარატეს განვითარება საქართველოში;
  • მოზარდების და ახალგაზრდების ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა.

მოსწავლეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ფედერაცია აწყობს საქართველოს ჩემპიონატებს და სხვადასხვა ტურნირებს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეში, რეგულარულად ატარებს სემინარებს და საატესტაციო გამოცდებს, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სემინარებში, ტურნირებსა და ჩემპიონატებში.

ფედერაციას თავისი არსებობის მანძილზე  აღზრდილი ჰყავს ათასობით სპორტსმენი, რომელთა შორის არიან მსოფლიო, ევროპის და აზიის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე, საქართველოს, იაპონიის, ესპანეთის, შვეიცარიის, დანიის, რუმინეთის, იტალიის, ავსტრიის, რუსეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა საერთაშორისო  ჩემპიონატებისა და ტურნირების მრავალი ჩემპიონი და პრიზიორი.

Comments are closed.