სეიბუკაი

„რას ნიშნავს სეიბუკაი?“

სეი ბუ კაი

როდესაც ჩვენი ორგანიზაციის ახალ სახელზე ვფიქრობდი, შევქმენი სიტყვათა ახალი გამონათქვამი „სეი-მეი-სეი-ბუ“. სიტყვა „სეი“ (誠) ნიშნავს იმის შესრულებას, რასაც ამბობ. დიდი ხნის წინ სამურაი ხმარობდა ასეთ გამოთქმას „ბუშს (მებრძოლ სამურაის) ორი ენა არ აქვს“. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ტყუილს არ ამბობენ. ჩვენი ორგანიზაციის მართვისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიმართლეს და პატიოსნებას. ამ გამონათქვამის მეორე სიტყვაა „მეი“, რომელიც ნიშნავს იმ ბრწყინვალებასა და სიკამკამეს, რაც სიმართლესა და პატიოსნებას მოსდევს. მესამე სიტყვა „სეი“ ნიშნავს „სუფთას და ჭეშმარიტს“. ჩვენ, როგორც მებრძოლებს, გვამოძრავებს ჭეშმარიტებისა და სიმართლის დაცვის სურვილი. მეოთხე სიტყვაა „ბუ“, რომელიც აღნიშნავს ვარჯიშს საბრძოლო ხელოვნებაში. ეს სამი სიტყვა არის სიტყვის „ბუ“ ნაწილები, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებულ ცხოვრების წესს. ეს არის „სეიბუკაი“.

იუკიო ნიშიდა, სეიბუკაის პრეზიდენტი

(გოუ-ჯიუ-სოუ-სეი)

სეიბუკაის სიმბოლო სირბილისა და სიმაგრის ერთდროულად არსებობა (ინი და იანი) 陰陽

ადამიანების წარმოდგენით, კარატე ძალისმიერი საბრძოლო ხელოვნებაა. სეიბუკაის შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ კარატე აერთიანებს ორივე ასპექტს – სირბილესა და სიხისტეს (ძალას). მაგალითად, სან-ჩინ კატა არის „სიმაგრის“ სიმბოლო, ხოლო ტენ-შო კატა „სირბილის“ სიმბოლოა. ეს თვისებები თანაარსებობაში არიან, განაპირობებენ ერთმანეთის არსებობას და თავისი არსით არ ეწინაღმდეგებიან ერთმანეთს. სეიბუკაის მთავარი ფილოსოფია სწორედ ასეთია – სიმაგრისა და სირბილის ურთიერთთანხმობით და არა ურთიერთწინააღმდეგობრივი არსებობა. ტექნიკის თეორიის ასპექტში ეს კონცეფცია წარმოდგენილია, როგორც წრიული მოძრაობა, წრფივი მოძრაობის გარეშე, რომელიც წარმოშობს კონფლიქტს, შეუთავსებლობას. წრეს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.

(ციტატა სტატიიდან – „კარატე, როგორც მუდამ ცოცხალი საბრძოლო ხელოვნება“)

Comments are closed.