სტატია 2

რა ადგილი უკავია სეიბუკაის სკოლაში 

კიჰონ“-ის (საფუძველის), „იდო“-ს (გადაადგილების), „კატა“-ს (ფორმის) ვარჯიშებს 

სეიბუკაის სკოლაში ყოველთვის ასრულებენ ტრადიციულ ვარჯიშებს – „კიჰონ“ (საფუძველი), „იდო“ (გადაადგილება), „კატა“ (ფორმა). ამ ვარჯიშების მიზანი კი შემდეგში მდგომარეობს: 1. ბუდოს (საბრძოლო ხელოვნება) პრინციპზე დაფუძნებული სხეულის მართვის მართებული წესების შესწავლა. 2. სხეულის მართვის წესების გამოყენების შესწავლა. 3. ყოველდღიურ ცხოვრებაში გათავისებული მავნე ჩვევების აღმოფხვრა და სხეულის გამოყენების ყველაზე ეფექტური მეთოდების შესწავლა.

„კიჰონ“, „იდო“, „კატას“ ვარჯიშები არის სხეულის როგორც ერთიანი სისტემის შექმნისაკენ მიმავალი გზა. ამ სისტემის მთავარი მექანიზმი კი არის „ჯიკუ“ (ღერძი) და „ტანდენი“ (მუცლის ქვედა ნაწილში ენერგიის მომკრები ადგილი). ეს არ არის გულისა და თირკმელების მსგავსი შინაგანი ორგანოები, ეს არსებობს და ფუნქციონირებს ჩვენი აზროვნების მიხედვით. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, „ჯიკუ“ და ,,ტანდენ“ ჩვენი სხეულის გონების ამუშავებით იწყებს რეალურ არსებობას და სხეულის მართვისათვის ყველაზე ეფექტურ როლს ასრულებს. „ჯიკუ“ და „ტანდენ“ არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც სხეულს ამოძრავებს არა ნაწილ-ნაწილ, არამედ როგორც ერთ მთლიან შეთანხმებულ სისტემას. ამ ყველაფრის განმსაზღვრელი პროცესის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის და გონების თანდათან განვითარება და ზესვლა. თუმცა დამწყებთა შორის რომ მოვითხოვოთ მაღალი დონის გონებრივი განვითარება, ეს პირიქით შეაფრხებს მათ წინსვლას. მეტად მნიშვნელოვანია საწყისი საფეხურიდან უმაღლესამდე ყოველი დონის შესაბამისი დაწესებული ვარჯიშების გავლა.

ქვემოთ მოკლედ გაგაცნობთ თუ რას წარმოადგენს სეიბუკაის ვარჯიშები.

 „კიჰონ“ ვარჯიშებიფორმის განსაზღვრა 

სეიბუკაის „კიჰონ“ ვარჯიშები სრულდება ,,სანჩინდაჩის“ მდგომარეობაში. ხელის ტექნიკა შემდეგ დიდ ჯუფებად იყოფა: „კობუშივაძა“ (მუშტის ტექნიკა), „შუტოვაძა“ (ხელის მტევანი მოხრილი ცერით და გაშლილი თითებით), „უკევაძა“ (თავდაცვის ტექნიკა). ვარჯიშები სრულდება ფეხების იატაკიდან მოუშორებლად, სიმძიმის ცენტრის ქვემოთ დაწევით. ყურადღება უნდა მიექცეს რომ „ჯიკუ“ მყარად იყოს დაფიქსირებული. (ამ ვარჯიშებში ფეხის ტექნიკაც შედის, მაგრამ მის შესახებ მოცემულ სტატიაში არ გვექნება საუბარი). ვარჯიშისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგს: 1. ვარჯიში უნდა შესრულდეს წყნარად და აუჩქარებლად. 2. „ტანდენის“ (მუცლის ადგილი) და ქვედა და ზედა ნაწილების კავშირი უფრო მჭიდრო უნდა გახდეს.

1.     მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ტექნიკის ფორმა (კადაჩი) და მართებული მიმართულება (კიდო) სწორად იქნას ათვისებული. თუ „კადაჩი“ და „კიდო“ სწორად იქნება განსაზღვრული  და შესაბამის ადგილს მივუჩენთ, მაშინ მათი მეშვეობით შესაძლებელია სხეულის თავდაპირველი ძალა ავამუშაოთ და კუნთების ზედმეტი გადაძაბვის გარეშე, ბუნებრივი გზით გამოვცეთ უდუდესი სიძლიერე. მაგალითად, „სეიკენჩუდანის“ ილეთის შესრულებისას, მუშტი თუ სწორად გაივლის შესაბამის ხაზს, ხდება ყველაზე დიდი ძალის დემონსტრირება.

2.     მნიშველოვანია იმისთვის რომ ძალა გამოიცეს არა სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილის გამოყენებით, არამედ მთელი მისი შეთანხმებული მოქმედებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ როცა სხეულის ქვედა ნაწილი სრულყოფილ მდგომარეობაშია („ჯოკიუკაჯიცუ“ – სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების თანაფარდობა), მაშინ ხელის ძალა, რომელიც ძლიერ ფეხებს ეყრდნობა, გასაოცრად მტკიცე ხდება. ფორმა და ძალის გამომუშავება ურთიერთდამოკიდებულია და თუ მართებულ ფორმას განსაზღვრავ, მაშინ დიდი ძალის გამოცემასაც შეძლებ. სხვანაირად რომ ვთქვათ, იმისთვის რომ სხეულის მთელ ძალას უკლებლივ მოვუყაროთ თავი ბრძოლის ტექნიკაში, ამის წინაპირობა მართებული ფორმის შემუშავებაა. 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ყოველდღიური ცხოვრებიდან ათვისებული მავნე ჩვევების აღმოფხვრა. მავნე ჩვევა ორგანიზმის გადახრაა და ის ძალის შეკავების მიზეზი ხდება. უცილებელია ყურადღება მივაქციოთ მავნე ჩვევებს და კარატეს პრინციპზე დაფუძნებული ვარჯიშებით გამოვასწოროთ ის.

კარატეში ისევე როგორც სხვა საბრძოლო ხელოვნებებში, ჯერ უნდა შეისწავლო „კიჰონ“ ტექნიკა, და შემდეგ გადახვიდე „ოიო“ (პრაქტიკულ) ტექნიკის ათვისებაზე. ორივე ვარჯიშთა სისტემის შემადგენელი ნაწილია. ამ სისტემას კი შევადარებთ გზას, რომელიც ყოველთვის მარტივიდან რთულისაკენ მიემართება. მაღალი დონის საბრძოლო ტექნიკამდე მისაღწევი წინაპირობაა სხეულის გონებისა და მისი მართვის მეთოდების შესწავლის პროცესის გავლა. ამ პროცესის გვერდზე ავლით შესრულებული ტექნიკა კი მხოლოდ იმიტაციაა მისი. ტექნიკა ადვილიდან რთულისკენ, დიდიდან მცირესკენ და ამასთანავე უხილავ დონემდე უნდა ვითარდებოდეს.

„იდო“ (გადაადგილება) ვარჯიშები – „ჯიკუს“ და სიმძიმის ცენტრის მოქმედებაში გამოყენება, სხეულის ქვედა ნაწილის წვრთნა 

 

აღსანიშნავია რომ ძირითადად არსებობს შემდეგი დგომის ფორმებით განსაზღვრული „იდო“: „ძენკუცუდაჩი“, „კოკუცუდაჩი“, „კიბადაჩი“, „სანჩინდაჩი“. „კიჰონ“ ვარჯიშებში, როგორც ვისწავლეთ, სიმძიმის ცენტრს ვწევთ ქვემოთ, „ჯიკუს“ კი მყარ მდგომარეობაში ვინარჩუნებთ და სხეულის გონების სრული შეგრძნებით გადავაადგილდებით. გადაადგილება ხდება დგომის სხვადასხვა ფორმით. სიმძიმის ცენტრის გადაადგილების გამო  აქ, „კიჰონ“ ვარჯიშებთან შედარებით, გაცილებით დიდი ძალის გამოცემაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, „ჯიკუს“ და სიმძიმის ცენტრის გასამყარებლად „კიჰონ“ ვარჯიშების გარდა მოითხოვება სხეულის მაღალგანვითარებული გონება. ამასთანავე იმის გამო რომ გადაადგილება ხდება სიმძიმის ცენტრის ქვემოთ დაწევით, ფეხებისა და წელის საწვრთნელ ვარჯიშებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

სიმძიმის ცენტრის გადაადგილების ტექნიკის ერთ-ერთი მაგალითია „დაჩიოტოში“.

 

 

 

 „კატა“ (ფორმის) ვარჯიშიშეტევა-თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ოსტატობის წყარო

„კატა“ (ფორმა), ეს არის წარმოსახვითი მტრის წინააღმდეგ წარმოებული შეტევისა თუ თავდაცვის აუცილებელი ფაქტორი. აქ კონცენტრირებულია კარატეს დამფუძნებელთა მიერ მიღწეული სიბრძნე და ოსტატობა. „კატა“ შეიძლება შევადაროთ შესქელებულ ბულიონს, რომელსაც გემრიელი წვნიანის დასამზადებლად გამოიყენებენ. ის აშკარად თუ ფარულად მოიცავს აუცილებელ ინფორმაციას  გონების, სხეულის მართვის, ტექნიკის სრულყოფისათვის. ჩვენ „კატას“ ათვისებით  გადავერთვებით სხვა ტექნიკაზე და ამიტომ უპირველესად ამ ტექნიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის წაკითხვა-გაგების უნარი უნდა შევიძინოთ. საბოლოოდ აღსანიშნავია რომ ჩვენთვის იდეალს უნდა წარმოადგენდეს „კატას“ ვარჯიშების მეშვეობით გონებისა და ოსტატობის იმ დონის მიღწევა , რასაც დამფუძნებლები ფლობდენენ. 

სეიბუკაიში „კატა“ შემდეგ სამ სახეობად იყოფა: 1. „კიჰონკატა“ (ძირითადი ფორმა) – მას მიმართავენ ძირითადი მოძრაობებისა და აზროვნების ასათვისებლად („პინან“, „ძუკინოკატა“, „გეკისაიდაი“, „გეკისაიშო“). 2. „ტანრენკატა“ (გაწაფვის ფორმა) – მიმართავენ სხეულის გონებისა და მისი მართვის დონის მაღალგანზომილებაში გადასაყვანად („ჯუჯიკატა“ ვაფიქსირებთ „ჯიკუს“ მყარ მდგომარეობაში და მისგან გამომავალი ძალით ხდება შეტევა თუ თავდაცვა. „ტეკკიკატა“ – მისი მეშვეობით ხდება სიმძიმის ცენტრის სტაბილიზება. „სანჩინ“ – მისი მეშვეობით სხეულისგან ვქმნით ერთ მთლიანს. სხეულისა და ძალის ერთიანი გამოყენებით ვსწავლობთ შეტევისა და თავდაცვის ხერხებს. იხ. სტატია „სანჩინის“ შესახებ). 3. „ოოიოკატა“ (პრაქტიკული ფორმა) – ის უხვად გვაწვდის ინფორმაციას ტექნიკის ცვლილებასა თუ მის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით („საიჰა“, „სეიენჩინ“, „სეეპაი“, „სანსეირუ“ და ა.შ.). „ოოიოკატა“ რომ სრულყოფილად შესრულდეს, საჭიროა მანამდე ავითვისოთ „კიჰონკატა“ და „ტანრენკატა“ და საერთოდ გავითავისოთ „კატას“ ძირითადი წესები. „კიჰონკატასა“ და „ოოიოკატას“ სრულყოფილად ასათვისებლად აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს „სანჩინის“ ილეთით შექმნილი სხეულის გონება და მისი მართვის მეთოდები. თუ ვერ შეასრულებ „სანჩინს“, მაშინ უფრო მაღალი დონის „კატაზე“ გადასვლას აზრი არა აქვს, რადგან არასაკმარისი იქნება  სხეულის გონებისა და მისი მართვის მეთოდების განვითარების დონე.

ძალის გამოცემა და მისი მოწინააღმდეგისთვის გადაცემა 

სეიბუკაიში ითვლება რომ ილეთის ძალა დანაკარგის გარეშე და მაქსიმალურად  ეფექტურად რომ გადაეცეს მოწინააღმდეგეს, მებრძოლის სხეულში ჩამოყალიბებული უნდა იყოს „ძალის გადაცემის სისტემა“. ახსნა-განმარტება უფრო მისაწვდომი რომ გავხადოთ ერთ სისტემას ორი მხრიდან შევხედოთ: 1. „ჰაცურიკი“ (ძალის გამოცემა) 2. „დენტაცუ“ (მოწინააღმდეგისთვის ძალის გადაცემა). ამ ორივეს ურთიერთქმედებით ილეთის სიძლიერე მთლიანად მოწინააღმდეგეს გადაეცემა.

საინტერესოა როგორ ჯობია რომ ჩამოვაყალიბოთ ეს სისტემა?

კარატეს ტექნიკა გამოიყენება მისი ილეთების შესრულებისას. „ჰაცურიკიც“ და „დენტაცურიკისაც“ თუ ვარჯიშების დროს არ დავხვეწავთ, ვერ ავითვისებთ. ანუ მართებული თეორიის მიხედვით არ არსებობს სხვა ეფექტური მეთოდი გარდა „კიჰონ“, „იდო“, „კატას“ ვარჯიშებისა. სიმძიმეზე ვარჯიშები ეფექტურია სხეულის ცალკეული ნაწილების მკლავების, ფეხების, ზურგის გასაძლიერებლად, მაგრამ ამ ვარჯიშებით მოპოვებული ძალა ილეთის შესრულებისას 100%ით შეიძლება ვერ გამოვიყენოთ. პირიქით თუ ძალის გადაცემის სისტემა არ არის ჩამოყალიბებული, სიმძიმის ვარჯიშებით ათვისებული დიდი ძალა შეიძლება იქცეს „დენტაცუს“ (ძალის გადაცემა) შემაფერხებლად. მაგალითად, „ჩოკუცუკის“ (პირდაპირი დარტყმა) შესრულებისას, ძალას ვუშვებთ და თუ მას მკერდსა და ბეჭის კუნთებისკენ წავმართავთ, სხეულის ეს ნაწილი ძალის გადაცემის მუხრუჭად იქცევა. მნიშვნელოვანია, ძირითადი  ძალა გამოვცეთ სხეულის ქვედა ნაწილიდან და „ტანდენიდან“, ამასთანავე ეფექტურად გადავცეთ ის მოწინააღმდეგეს. ამისთვის კი საჭიროა ჩამოვაყალიბოთ ძალის გადაცემის სისტემა. ის შეასრულებს გზის როლს, რომლის მეშვეობითაც  მთელი ძალის 100% ით გადაცემა მოხდება. „ჰაცურიკის“ და „დენტაცუს“ ურთიერთკავშირი ჰგავს ავტომანქანისა და საბურავებისას. ავტომანქანა რაც არ უნდა მძლავრი და მაღალფუნქციური იყოს, თუ ის არ იქნება საბურავებით აღჭურვილი, ძალა და სიჩქარე რომელიც საბურავებს უნდა გადაეცეს, გარეთ გამოღწევის გარეშე იქვე ჩაქრება. ამიტომაც ძალის გამოცემის თუ გადაცემის წესები, არა მეორეხარისხოვანი სიმძიმის ვარჯიშებით (ეს ვარჯიშები სხეულის ცალკეული ნაწილების გასაძლიერებლად ეფექტურია, მაგრამ „დენტაცუს“ სისტემის შესაქმნელად არ გამოდგება.), არამედ კარატეს ილეთებში უნდა გამოვიმუშაოთ. დასასრულს კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ „ჰაცურიკი“ და „დენტაცუ“  არა ცალ-ცალკე, არამედ ტრადიციული  ვარჯიშების შესრულებით შეგნებულად გამომუშავებული ერთი სისტემაა.

 „ჯიკუ“ დატანდენ“ადგილი სადაც გონება მოქმედებს 

„ჯიკუ“ არის სხეულის ცენტრი, ხოლო „ტანდენ“ განასახიერებს სხეულის სიმძიმის ცენტრის შუაგულს. კონკრეტულად თუ ვიტყვით, სწორი ხაზი რომელიც აკავშირებს კეფას უკანატანთან, ეს არის „ჯიკუ“, ხოლო თუ ქუსლებს წამოვწევთ და ფეხის წვერებზე დავდგებით, შემდეგ კი მოცელილივით ისევ ქუსლებზე დავეშვებით, ამ დროს მუცელში რაღაც გაჟღერდება. ითვლება რომ სწორედ ამ  ადგილას განთავსდბა „ტანდენი“.

„ტანდენის“ წარმოშობის შესახებ მინდა მოგახსენოთ. მაიმუნი ტოტიდან ტოტზე გადასვლისას გადააადგილებს სიმძიმის ცენტრს და მარჯვენა-მარცხენა მხარეების ჩანაცვლებით შეუძლია ტოტებზე მოჭიდება. ეს სიმძიმის ცენტრი სადაც განლაგდება, ამას ეწოდება „ტანდენი“. აგრეთვე ადამიანები შემდეგნაირად გადაადგილდებიან, სიარულის დროს ოთხი კიდური დიაგონალურად უკავშირდება ერთმანეთს, ანუ მარჯვენა ხელის და მარცხენა ფეხის ანდა პირიქით გამოყენებით და წელის არეში მიხრა-მოხრით გადაადგილდებიან. ამის შედეგად დიაგონალების გადაკვეთის წერტილში (ტანდენ) მიხრა-მოხრით შესაძლებელი გახდა ძალის გამომუშავება.

შესავალში როგორც მოგახსენეთ „ჯიკუ“ და „ტანდენ“ არ არის სხეულის შინაგანი ორგანოები, ის ჩვენი გონების ამუშავებით იწყებს არსებობას. უფრო ღიად თუ ვიტყვით ეს არის ადგილები სადაც გონება მუშაობს. ეს არ იქმნება ერთ დღეში, არამედ ყოველი ვარჯიშის დროს შესაბამის ადგილებში გონების ამუშავებით, სხეულთან საუბარით ნელ-ნელა ყალიბდება. სხეულისკენ მიმართული გონების ზემოქმედება რაც უფრო მტკიცე და ამასთანავე მგრძნობიარეა, მით უფრო მყარი „ჯიკუ“ და „ტანდენი“ იქმნება. თუმცა საწყის საფეხურებზე  ბუნდოვანი და ძნელად გასაგებია, თუ როგორ გამოიყენო გონება, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ წრთვნითა და ვარჯიშებით გამოცდილების დაგროვების შედეგად, „ტანდენი“ რომელიც აქამდე ბუნდოვნი წერტილივით აღიქმებოდა, თანდათან იჟღინთება  და ბურთივით ხდება. „ჯიკუ“ კი, რომელიც თავიდან აღიქმებოდა როგორც თხელი ხაზი, მისი სისქე ხდება როგორც მსხვილი ბოძისა. სხვანაირად რომ ვთქვათ, სხეულში რაც უფრო ფართოვდება გონების მუშაობა, „ჯიკუ“ და „ტანდენ“ მით უფრო მტკიცე ხდება.

„ჯიკუსა“ და „ტანდენის“ შექმნით რა ეფექტს მივიღებთ? მოკლედ თუ ვიტყვით, ამითი ჩვენ შევქმნით სისტემას, რომლითაც საკუთარი სხეულის შესაძლებლობების გამოვლენა მაქსიმალურად შეგვეძლება. დეტალურად თუ ვიტყვით: 1. იქმნება სხეულის ცენტრი. 2. იქმნება სისტემა რომლითაც წონის შეუცვლელად სხეულის მძიმედ გამოყენებაა შესაძლებელი. 3. იქმნება სისტემა რომლითაც შეგვიძლია დიდი ძალა გამოვიმუშაოთ (ჰაცურიკი) და ის მაქსიმალურად გადავცეთ მოწინააღმდეგეს (დენტაცურიკი). 4. იქმნება სისტემა რომლითაც მოწინააღმდეგისთვის ძნელად გასარჩევი მაღალი დონის ტექნიკის გამოყენება ხდება.

1. ცენტრის არსებობით, ჩვენ შეგვიძლია სხეული ვმართოთ როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. ასევე იქმნება ცენტრისკენ მიმმართველი ძალა და ცენტრიდან გამომავალი ენერგია სანამ ის მიაღწევს საბოლოო პუნქტამდე ანუ მოწინააღმდეგემდე ფართოვდება და ისე გადაეცემა მას. ზუსტად ისევე როგორც პატარა ნაკადული იზრდება და მდინარედ გადაიქცევა მანმადე ვიდრე ის ზღვას შეუერთდება.

2. სიმძიმის ცენტრის საჭირო ადგილას განთავსება, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ან ილეთის მძიმედ გამოსაყენებლად.

3. იხ. პარაგრაფი „ჰაცურიკი“ და „დენტაცუ“ (ძალის გამომუშავება და მისი მოწინააღმდეგისთვის გადაცემა)

4. ტექნიკას თავიდან ვითვისებთ დიდი ზომით, ეს იმისთვის ხდება რომ მართებული ფორმა და მეთოდები გავითავისოთ. ამას რომ შევძლებთ, შემდეგ ძალის შემცირების გარეშე დიდი ზომის ტექნიკიდან გადავდივართ უფრო მცირე ელემენტების დახვეწასა და განვითარებისაკენ.

გავრცელებული აზრის მიხედვით დიდი ძალა რომ გამოსცე, აუცილებელია მანძილი, რომელიც სიჩქარის აღებას უზრუნველყოფს. ამ თეორიას ეთანხმება „ჩოკუცუკი“ – სწორხაზოვანი დარტყმა, რომლის დროსაც მაქსიმალურად შეგვიძლია ძალა გამოვიყენოთ, მაგრამ მათთვის ვისაც „დენტაცუ“ (ძალის გადაცემის სისტემა) აქვს ათვისებული, არ არის აუცილებელი ეს ფიზიკის კანონებით გათვლილი მანძილი, მათ შეუძლიათ იმ მცირე მანძილიდანაც რომელიც მხოლოდ სხეულის ნაწილებში ენერგიის ასამოძრავებლადაა საჭირო, მოწინააღმდეგე მძლავრი დარტყმით გადააგდონ. ამოძრავებიდან დარტყმამდე სივრცობრივი და დროის მანძილი რადგან არ არის, მისგან თავის არიდებაც თავიდანვე შეუძლებელია.

 განმეორებითი ვარჯიშების მნიშვნელობა

რატომ არის რომ ჩვენ დადგენილი ერთიდაიგივე შინაარსის „კიჰონ“, „იდო“, „კატას“ ვარჯიშებს განმეორებით ვასრულებთ?

მაგალითად თუ ავიღებთ დამწყებ და შავი ქამრის მქონე მებრძოლებს, რომლებიც ერთ-ერთ „კიჰონკატას“ ასრულებენ, შესრულების თანმიმდევრობა ერთნაირი იქნება, მაგრამ შინაარსით სრულიად განსხვავებული. შავი ქამრის მიერ შესრულებულ ილეთში, ისეთ ტიპიურშიც როგორიც „კატაა“, უნდა მოჩანდეს ვარჯიშთა სისტემით აქამდე ათვისებული მაღალი დონის სხეულის გონება და ოსტატობა.

ტრადიციული ვარჯიშები „კიჰონ“, „იდო“, „კატა“ არის 1. ვარჯიშები, რომლითაც სხეულის მართვის მართებულ წესებს ვითვისებთ. 2. ვარჯიშები, რომლითაც ვსწავლობთ ერთი მოძრაობიდან ან ერთი ფორმიდან გაცილებით მეტი ინფორმაციის ამოკითხვას. 3. ვარჯიშები, რომლითაც რაოდენობრივი შინაარსიდან ხარისხობრივ შინაარსზე გადანაცვლებას ვსწავლობთ.

განმეორებითი ვარჯიშებს თუ მუდმივად არ შევასრულებთ, მაშინ ნამდვილი მნიშვნელობით კარატეს სხეულის მართვისა თუ ტექნიკის წესებს ვერ ავითვისებთ.

 

სისტემის მიხედვით ვარჯიშიუნივერსალური ტექნიკის ათვისება

ადამიანები განსხვავდებიან სხეულის სიდიდის, ძალის, მიდრეკილებებისა და ელასტიურობის მიხედვით. ადამიანი, რომელიც ძლიერია, სწრაფია და მოქნილი, კარატეს ვარჯიშებს მოკლე დროში აითვისებს და უფრო მეტიც, ტურნირზე საუკეთესოდაც გამოვა. ეს ყველაფერი ამ ადამიანის თვისებებიდან გამომდინარე უნიკალური შესაძლებლობებია.

კარატეს ხელოვნება ეს არის უნივერსალური ტექნიკა, რომელიც ყველას შეუძლია აითვისოს, მიუხედავად აღნაგობისა და ამგვარი ინდივიდუალური თვისებებისა. ამისთვის არსებობს ყოველი დონის შესაბამისი კიბე. დამწყებსა და მაღალი დონის მებრძოლს შორის არსებობს სხეულის აზროვნებისა თუ ტექნიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის რაოდენობრივი სხვაობა, მაგრამ ყველას ვინც დროს დაუთმობს და კიბეს ნაბიჯ-ნაბიჯ აივლის, შეუძლია მიაღწიოს მაღალ დონეს. ამის საპირისპიროდ კი ვიტყვი რომ, რაც არ უნდა დაჯილდოებული იყო ვარჯიშისადმი მონაცემებით, მხოლოდ სისტემატური ვარჯიშებით გადაიქცევა აქამდე დაუძლეველი ილეთები თუ ტექნიკა კარატედ.   

 

Comments are closed.