სტატია 5

კონტრილეთი და იარაღის ხმარების ხელოვნება

რა ადგილი უკავია „სეიბუკაი“ -ს ვარჯიშთა სისტემაში კონტრილეთს და საბრძოლო იარაღის გამოყენებას.

არსებობს აზრი, რომ კარატეში  კონტრილეთი არ არსებობს. საამისოდ ორი მიზეზი მოიაზრება. პირველი არის კარატეს შეჯიბრად გადაქცევა, მეორე კი უკავშირდება მის ისტორიულ ფონს.

თავდაპირველი არსით, კარატე არის არა შეჯიბრი, არამედ საბრძოლო ხელოვნება – „ბუდო“. „ბუდო“-ში, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას წარმოადგენს, სადაც აკრძალვები არ არსებობს. მაგრამ ეს ხელოვნება განვითარდა, როგორც შეჯიბრი და ამის გამო აუცილებელი გახდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოგება – წაგების გადასაწყვეტი წესების შემოღება. ჯერ გაუქმდა რამოდენიმე მოწინააღმდეგის დაპირისპირების ტექნიკა და ძირითად წესად იქცა ერთი ერთის წინააღმდეგ ბრძოლა.  ამასთან ერთად, იმისთვის, რომ შეჯიბრი უფრო ადვილად გასაგები  გამხდარიყო, დატოვეს უფრო დამახასიათებელი ხელისა და ფეხის ილეთები, ხოლო კონტრილეთები და მოწინააღმდეგის წაქცევისა თუ სროლის მოძრაობები ამოიღეს. შეჯიბრში დარჩენილ ტექნიკასთან შედარებით, ამოღებული ილეთები უფრო მრავალფეროვანი და მოქნილი იყო და პრაქტიკაშიც ხელისა და ფეხის დარტყმით ილეთებზე უფრო მომგებიანი იყო. ასევე აიკრძალა თვალისა და სხეულის სხვა სუსტი ნაწილების მიზანში ამოღებით შეტევის სახიფათო ილეთები. ამოიღეს პატარა ადამიანის მიერ დიდის წაქცევის ტექნიკაც.

კარატეზე ინფორმაციას მხოლოდ შეჯიბრებებიდან გამომდინარე თუ არ დავჯერდებით, გასაგები გახდება, რომ  მსჯელობა კარატეში კონტრილეთის არ არსებობის შესახებ საღ აზრს მოკლებულია. თავდაპირველი კარატეს ტექნიკის მიმართ წარმოშობილი გაუგებრობა არის ერთ-ერთი ზიანი რომელიც მის შეჯიბრად გარდაქმნას მოყვა.

შეჯიბრის დადებითი მხარე და მის წინ არსებული მიზანი

რა თქმა უნდა „სეიბუკაი“-ში შეჯიბრს არ უარვყოფთ, პირიქით შეჯიბრებებზე მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია.

წინამორბედის მიერ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გამოყენებული საბრძოლო ილეთები ყოვლად გამოუსადეგარი იქნება, თუ იმ დროის სულიერ დონესთან მიახლოებულ ძალისხმევას არ დავატანთ და უბრალოდ ფორმას გადმოვიღებთ. Eეს არის გამოცდილება, რომელიც მშვიდობიან დროს შეჯიბრში შექმნილ სახიფათო მომენტს არ გამოგვატოვებინებს. შექმნილ სიტუაციაში სასურველია, სხეულის თვალსაზრისითაც და სულიერადაც, ბოლომდე ჩავერთოთ მასში.

შეჯიბრი ერთ-ერთი გასავლელი პუნქტია „ბუდო“-ს გზაზე. „სეიბუკაი“-ში განსაზღვრული საბრძოლო ილეთების შეჯიბრით გამოიმუშავებენ სიმამაცეს, ამის პარალელურად აგრძელებენ განმეორებით ვარჯიშებს პირობით მოწინააღმდეგესთან და შეჯიბრიდან წასვლის შემდეგაც იგება ვარჯიშთა სისტემა, რომლითაც შესაძლებელია საბრძოლო ხელოვნების ამაღლებისკენ სწრაფვა.

ისტორიული კუთხით განხილვა

თუ ისტორიას გადავხედავთ, კარატე ოკინავაზე ორჯერ მოექცა აკრძალვის ქვეშ.  პირველად აიკძალა მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში, მმართველ შოჰაშის მიერ მიიამას გაერთიანების შემდეგ 200 წლის განმავლობაში, მეორე  აკრძალვა კი 1609 წელს შიმაძუს ფეოდალური გვარის მიერ ოკინავას დაპყრობას მოჰყვა. ამ მმართველობის ქვეშ, რომლის დროსაც იკრძალებოდა იარაღის ტარება, კარატე როგორც შიშველი ხელით ბრძოლის საშულება, ფარულად, დახურულ წრეში  ვითარდებოდა და თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. რადგან შეუძლებელი იყო ღიად შეესრულებინათ კარატეს ვარჯიშები, ამიტომ გარეშე ადამიანი რომ ვერ მიმხვდარიყო, თუ რას აკეთებდნენ, ჩამოყალიბდა „კატა“, როგორც ერთი ადამიანის მიერ ილეთებზე ვარჯიშის  მეთოდი.

მეიჯის ეპოქის შუა პერიოდში, როცა კარატე საზოგადოებაში გამოჩნდა, სხვა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებმა ნახეს სიმბოლურ ვარჯიშთა მეთოდი -„კატა“ და კარატეში  როგორც ილეთი, მხოლოდ „ცუკი“ და „გერი“ (მუშტით და ფეხით დარტყმა) აღიქვეს.  სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ფესვი გაიდგა მოსაზრებამ, თითქოს კარატეში კონტრილეთი არ არსებობს.

დაფარული ტექნიკა

არსებობს უამრავი სხვადასხვა საბრძოლო ილეთი, რომელიც შეჯიბრისას არ გამოვლინდება და კოდირებული და ჩამალულია „კატა“-ში. როგორც უკვე მოგახსენეთ, კარატე გარეშე პირთათვის გაუხსნელი საბრძოლო ხელოვნებაა, „კატა“-ში ჩადებული კოდი ნელ-ნელა და თანდათან იშიფრება განმეორებითი ვარჯიშებითა და მასწავლებლის მინიშნებების შესრულებით. მართალია სურათებითა და სტატიებით რომც ავხსნათ, არსის ჩაწვდომა ძნელია, მაგრამ აქ მაინც გაგაცნობთ „კატა“-ში ჩართული კონტრილეთების ერთ ნაწილს.

კონტრილეთების ვარჯიშით რას მივიღებთ

„სეიბუკაი“-ში კარატეს კონტრილეთების ვარჯიშებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კონტრილეთების წრთვნის მეშვეობით, ვითვისებთ სახიფათო მომენტებთან გამკლავების მეთოდებს.  ასევე „კაკიე“ ვარჯიშების მეშვეობით შესაძლებელი ხდება მოწინააღმდეგესთან შეხებით უკვე  მივხვდეთ მისი ძალის მიმართულებას,  საკუთარი დაძაბულობისა და უძლურების მოხერხებული დაფარვით, სიმძიმის ცენტრი მომგებიან მდგომარეობაში განვათავსოთ, მოწინააღმდეგე გავაუძლუროთ და საკუთარი ძალების უწყვეტად ერთ წერტილში მიმართვით მოწინააღმდეგის კონტროლის შეგრძნებას დავეუფლოთ.

„კატა“-ში ჩართული კონტრილეთები და სროლითი ილეთები გასაგები ხდება უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლისას. ზედა საფეხურზე, თუ შევძლებთ წაწევას, მაშინ შეხების წერტილის გარეშეც შესაძლებელი გახდება მოწინააღმდეგის ძალის მიმართულების მიხვედრა. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგის სხვადასხვა რეაქციას საჩვენოდ გამოვიყენებთ და მისი სიმძიმის ცენტრის გაკონტროლებასაც შევძლებთ. ასეთ დონეს რომ მივაღწევთ, ჩვენთვის უფრო გასაგები გახდება ის ღრმა აზრი რაც დევს „კატა“-ს თავდაცვისა, თუ შეტევის, გადაადგილების, თუ სხეულის ტრიალის ილეთებში.

სიმტკიცე და მოქნილობა - ურთიერთდაპირისპირებიდან თანაარსებობამდე

„გო“-ს (სიმტკიცის) შემადგენელი ელემენტებია ძლიერი დარტყმითი შეტევის ილეთები. შეტევის მიმღები ილეთები, ამის საპირისპიროდ „ჯიუ“-ს (მოქნილობა, სირბილე) შემადგენელი ელემენტებია ძლიერი, კონტრ და ფარული ილეთები. ერთი შეხედვით ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ არის, მაგრამ „სეიბუკაი“-ში ითვლება რომ „გო“ და „ჯიუ“, როგორც „იანი“-ს (ნათელი საწყისი) და „ინი“-ს (ბნელი საწყისი), ორი პოლუსი ერთმანეთზე ურთიერთქმედებით თანაარსებობენ. კარატეს სპოტული სახის შეჯიბრში, რომელიც  მოგება-წაგებაზეა აგებული, „გო“-ს ელემენტებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იგი კარატეს სიმბოლურ მხარეს წარმოადგენს და შეიძლება ითქვას „იანი“-ს შემადგენელი ნაწილია. მაგრამ თუ ზედმეტად წინ წამოვწევთ შეჯიბრის მხარეს, მაშინ კარატეს, როგორც საბრძოლო ხელოვნების არსი დაიკარგება. შეჯიბრი არის, მხოლოდ და მხოლოდ კარატეს ერთერთი შემადგენელი ნაწილი. შეხედულება რომ შეჯიბრი უდრის მთელ სისტემას, მოკლებულია საღ აზრს. პირიქით მებრძოლებს, ვინც დაასრულა შეჯიბრებების საფეხური და უფრო მაღალ დონეზე უნდა გადასვლა, კარატეს სისტემა უფრო ღრმად და ფართოდ წარმოუდგება წინ. შეჯიბრი ეს არის ინდივიდის ინდივიდთან დაპირისპირება, რომელიც გამარჯვება-დამარცხებაზეა დაფუძნებული, „ბუდო“ კი მიზნად ისახავს უფრო მაღალი მდგომარეობის მიღწევას ვიდრე დაპირისპირებაა. ამ მნიშვნელობით ჩვენ შევისწავლით „ბუდო“-ს და შედეგად იქმნება „ბუტოკუ“ (საბრძოლო კეთილშობილება), რომლითაც უნდა ვისწრაფოდეთ ჰარმონიული სამყაროსკენ, რომელიც შეჯიბრსა და დაპირისპირებაზე მაღლა დგას. თუ ამას მივაღწევთ, იდეალური საზოგადოების არსებობა შეიძლება რეალურიც კი გახდეს.

„არც მე, არც მტერი“ ეს მდგომარეობაა ჩვენი მიზანი. მივისწრაფვით იმ ტექნიკისკენ, რომლის დროსაც მოქნილობის მეშვეობით ძალების შეჯახება არ ხდება. შევისწავლით მოქნილი ელემენტებით ბრძოლის მოგვარებისა და კონტრილეთის ურთიერთკავშირს. ამის გარდა ვეუფლებით საბრძოლო იარაღს, როგორც ხელის გაგრძელების გამოყენების საშუალებებს, ანუ მიზნად ვისახავთ უფრო გამორჩეული ძალის გადამცემი სისტემის დაუფლებას. შეიძლება ითქვას რომ კარატეს „ინი“-ს ელემენტებს როცა შევიძენთ, ბუდოს ძირითად არსში ჩადებული ვარჯიშთა სისტემის დაუფლება დასრულებულად ჩაითვლება.

„გო“-ს მილიონჯერ რომ გავიმეორებთ გახდება „ჯიუ“. „ჯიუს“ რომ ამოვწურავთ „გო“ გახდება. ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ სფეროში ოსტატი, რომ ეწოდოს ადამიანს, უნდა მიაღწიოს მდგომარეობას, რომელიც ერთიდაიგივეა ყველასთვის. მწვერვალისკენ მისასვლელი გზა კი ერთი არ არის. არ უარვყოფთ რომ „სეიბუკაი“-შიც არის სხვა გზა. პირიქით ითვლება, რომ სხვა მისასვლელის გაგებით, შესაძლებელი ხდება ერთი გზა ხელმეორედ უფრო ღრმად გავიაზროთ.

„გო“ (სიმტკიცე) და „ჯიუ“ (მოქნილობა) ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, პირიქით ურთიერთქმედებით  უფრო მაღალი ეტაპისკენ ვითარდებიან.

საბრძოლო იარაღის, როგორც მკლავის (ხელის) ბუნებრივი გაგრძელების გამოყენების ტექნიკა

როგორც უკვე მოგახსენეთ კარატე განვითარდა იმ ისტორიულ ფონზე, როცა იარაღის ტარება აკრძალული იყო. შედეგად აღმოცენდა ტექნიკა, რომლითაც სოფლის მეურნეობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახმარებელ იარაღს, როგორც საბრძოლოს, ისე იყენებდნენ. თადაპირველი მიზნის მიხედვით, საბრძოლო საშუალებების, უფრო სწრაფად და მეტი რაოდენობით ათვისებისათვის, იარაღის გამოყენების ტექნიკის დაუფლების პროცესში, რამოდენიმე გზა არსებობს.

ადამიანი სწავლობს მხოლოდ საბრძოლო იარაღის გამოყენების ტექნიკას.

ადამიანი სწავლობს იარაღის გამოყენებას, შემდეგ კი იწყებს კარატეს შესწავლას.

ადამიანი ჯერ სწავლობს კარატეს, შემდეგ კი იწყებს იარაღის გამოყენების ილეთების შესწავლას.

ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ადამიანი, რომელმაც შეისწავლა კარატე, დაუფლებულ ტექნიკას იყენებს იარაღით ბრძოლის ილეთების შესწავლის დროსაც. „სეიბუკაი“-ს ვარჯიშთა სისტემაც ამგვარ პროცესს მიჰყვება. კარატეში ჩამოყალიბდა სისტემა, რომლის მიხედვითაც დადგენილ დონეზე მიღწევისას  იწყებენ საბრძოლო იარაღის შემსწავლელ ვარჯიშებს. ბაზა, იმისათვის, რომ იარაღი საკუთარი ხელ-ფეხივით გამოიყენო, მზადდება მაშინ, როცა კარატეს ვარჯიშების მეშვეობით სხეულის გონების შეგრძნების უნარსა და მისი მართვის მეთოდებს ავითვისებთ. კარატეში იარაღი მკლავის გაგრძელებას წარმოადგენს და ძალას რომელსაც შიშველი ხელით გადავცემთ, იარაღის მეშვეობითაც შესაძლებელია მთლიანად მოწინააღმდეგემდე მივიტანოთ. თუმცა გრძელი, მძიმე, მაგარი, რბილი, უსწორმასწორო და მსგავსი გამოსაყენებლად მოუხერხებელი იარაღის მეშვეობით მოწინააღმდეგისთვის ძალის მიწოდებისთვის განსაკუთრებული ტექნიკის ათვისებაა საჭირო. თუ შეძლებთ უფრო მრავალფეროვანი  და რთული დონის იარაღის მეშვეობით მოწინააღმდეგემდე ძალის მიტანას, მაშინ ჩაითვლება რომ ფლობთ სხეულის გამოყენების დელიკატურ  და დახვეწილ მეთოდებს. ამასთან ერთად სხეულის ეს ცვლილება, იარაღის გამოყენების გარეშე, ხელით ბრძოლისასაც სიძლიერისა და სიზუსტის ხარისხს საკმაოდ ამაღლებს.

იარაღის გამოყენების შესწავლა მნიშნველოვანი რამ არის, თუმცა „სეიბუკაი“-ში უფრო ხაზგასმულია ის, რომ იარაღის ვარჯიშების მეშვეობით შედარებით მაღალი დონის სხეულის მართვის საშუალებებს ვეუფლებით.

იარაღის ხელოვნება კონტრილეთის მსგავსად, იმ ვარჯიშთა სისტემის ერთერთი ნაწილია, რომელიც გამორჩეული გადაცემის სისტემის ასათვისებლადაა საჭირო.

ეს შემდეგი კი შეგვიძლია „ჯიუ“-ს ვარჯიშების მეშვეობით შევისწავლოთ – „მოწინააღმდეგის ძალის მოხერხებულად გამოყენების ტექნიკა“, „კუნთების დახარჯვის გარეშე ძალის გამოყენება“, „ტანდენის (მუცლის ქვედა ნაწილი) და ხერხემლის მართვის მეთოდები“.

თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს ტენდენცია, ყველაფერი მოგება-წაგებით გადაწყვიტონ, მაგრამ დღესდღეობით „ბუდო“-ში არსებული თავდაპირველი მიზანი მხოლოდ ინდივიდის უპირატესობის დამტკიცებაში არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ გაიაზრო საკუთარი შესაძლებლობები, მისი შესაბამისი როლი და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ როლის შესრულებისათვის აუცილებელი ძალისხმევა არ დაინანო. ვარჯიშთა სისტემა თუ მწირი იქნება მოსწავლესთვის დიდი დანაკარგია. „სეიბუკაი“-ს ვარჯიშთა სისტემაში არა მარტო „გო“-ს ნაწილი არსებობს, არამედ „ჯიუ“-ს შემადგენელ ელემენტად არსებული კონტრილეთი და იარაღის ხელოვნებაც.  ამის წყალობით შესაძლებელი ხდება კარატეში უფრო ღრმად ჩაწვდომა.

Comments are closed.