ჟურნალი „ბუდოკანი“ #3/2005 წელი | „იუკიო ნიშიდა: მე ვვარჯიშობ ყოველდღე“

სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, მე-7 დანის მფლობელი შიჰანი იუკიო ნიშიდა მაისში იმყოფებოდა საქართველოსა და რუსეთში, სადაც ჩაატარა სემინარები, ესაუბრა თავის მოსწავლეებს და ყველას, ვისაც აინტერესებს კიოკუშინ კარატეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო განშტოება – სეიბუკაი კიოკუშინ კარატე. შიჰანი, აგრეთვე შეხვდა ჟურნალ „ბუდოკანი“-ს წარმომადგენელს – ალექსანდრე კულანოვს.

ალექსანდრე კულანოვი: ვერ ვიტყვი, რომ ბევრი იაპონელი ოსტატი მინახავს, მაგრამ

თქვენ შიჰან, ამ მცირე დროში, ჩემზე მოახდინეთ უდიდესი შთაბეჭდილება. თქვენ ძალიან კარგად გამოიყურებით და ეს სრულად ასახავს, ყოველივე იმას, რაც მოგვიყვა სენსეი ვიქტორ აპარინმა, თქვენი ვარჯიშების კონცეფციის შესახებ, რომელიც აძლევს საშუალებას ხანშიშესულ ადამიანებსაც ივარჯიშონ კარატეში.

იუკიო ნიშიდა: მე ყოველთვის ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ ახალგაზრდობაში, იმიტომ, რომ გამემარჯვა, ხოლო ახლა, დავხვეწო ჩემი ტექნიკა და განვიმტკიცო ჯანმრთელობა. მე ვასრულებ ილეთებს, რომლებიც ზემოქმედებენ კუნთების მდგომარეობაზე და სხეულის სტრუქტურაზე მთლიანად. ასაკთან ერთად ადამიანის ფიზიკური ძალა მცირდება. მათთვის, ვინც უკვე ასაკშია, უფრო მოუხდებათ მყესების გასაძლიერებელი ვარჯიშები. არწივს შეუძლია დაიჭიროს მელია და ატაროს ჰაერში, მიუხედავად იმისა, რომ მელია მასზე გაცილებით მძიმეა. არწივი ამას ახერხებს თავისი ძლიერი მყესების წყალობით. თუ შევინარჩუნებთ ჩვენი ქსოვილების ელასტიურობას, შესაძლებელია მუდამ ვიყოთ კარგ ფორმაში, სიბერეშიც კი. სეიბუკაის სკოლაში აქცენტი კეთდება ზუსტად ამაზე.

ალექსანდრე კულანოვი: კარგით, ჩვენ ამას დავუბრუნდებით ცოტა მოგვიანებით. როგორც ცნობილია, თქვენ სწავლობდით კიოკუშინ კარატეს სისტემაში, და უშუალოდ თქვენი აღმზრდელი იყო მასუტაცუ ოიამა. მე დღეს ძალიან მინდოდა აგვეცილებინა საუბარი კიოკუშინკაის დანაწევრებაზე, რომელიც წარმოიქმნა ოიამას სიკვდილის შემდგომ, მაგრამ, როგორც ჩანს ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, თუ შეიძლება მითხარით, მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ.

იუკიო ნიშიდა: მთავარი მიზეზი კიოკუშინკაის დანაწევრებისა იყო ის, რომ ოიამას არ ჰყავდა მემკვიდრე, რომელსაც ყველა აღიარებდა. თან სენსეი ოიამა იყო იმდენად თვალსაჩინო პიროვნება, რომ მისი სწავლება შეუძლებელი იყო მოქცეულიყო რომელიმე ცალკეულ სისტემაში. როდესაც ის გარდაიცვალა, ყველას ჰქონდა საკუთარი შეხედულება, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო კარატე, ამიტომ მოხდა მისი სკოლის დანაწევრება რამოდენიმე მიმართულებად.

ალექსანდრე კულანოვი: ეხლა გამოდის, რომ ის სკოლა, რომელიც გამოეყო კიოკუშინკაის, ყველას აქვს თანაბარი უფლება და უბრალოდ ორიენტირებენ ოიამას მოსწავლეების პიროვნებებზე. მე სწორად გავიგე?

იუკიო ნიშიდა: არის სხვადასხვა მოსაზრება, თუ როგორი უნდა იყვნენ ეს ორგანიზაციები. ვიღაცას სურს გააერთიანოს ყველა ეს მიმართულება და გააკეთოს ისევ ერთიანი. ზოგს უნდა განავითაროს ამ სკოლის ვიწრო მიმართულება. ვინაიდან არსებობს მრავალი მოსაზრება, თუ როგორი უნდა იყოს ეს საბრძოლო ხელოვნება, მიმდინარეობს მოღვაწეობა სხვადასხვა მიმართულებით.

ალექსანდრე კულანოვი: აქ ჩვენ მივადექით ზუსტად იმ ადგილს, რაზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი: რით განსხვავდება თქვენი სეიბუკაის სკოლა დანარჩენი სწავლებისაგან?

იუკიო ნიშიდა: ყველაზე მთავარი სხვაობა ის არის, რომ ძირითადად კარატეს სკოლები ორიენტირებენ მხოლოდ შეჯიბრებებსა და გამარჯვებებზე, ხოლო შემდგომ 30 წლის ასაკისა, როგორც ძირითადად მიღებულია, თავს ანებებენ ვარჯიშს და გადიან ე.წ. პენსიაში. სეიბუკაი კარატეში მიგვაჩნია, რომ შეჯიბრებები აუცილებელი ეტაპია ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის, ხოლო, როცა ეს გავლილია, საჭიროა თავი მიუძღვნა საბრძოლო ხელოვნების უფრო მეტად სრულყოფას. სეიბუკაი კარატეში ვარჯიშები გრძელდება მას მერეც, როცა ფიზიკური განვითარების პიკს გადავცდებით – 40, 50, 60 წლის ასაკშიც. ვარჯიშები გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ძირითადად ამით განსხვავდება სეიბუკაი დანარჩენებისაგან.

ალექსანდრე კულანოვი: თუ ვიმსჯელებთ თქვენი ხელებით, თქვენ ამჟამადაც ყოველდღე ვარჯიშობთ?

იუკიო ნიშიდა: რასაკვირველია.

ალექსანდრე კულანოვი: როგორია თქვენი ერთი დღე?

იუკიო ნიშიდა: ვდგები შვიდის ნახევარზე, 9-დან 10 საათამდე მივდივარ დოჯოში და დაკავებული ვარ საორგანიზაციო საკითხებით. თვითონ მე ვვარჯიშობ 11-დან 13 საათამდე, ხოლო სადილის შემდეგ ვმეცადინეობ მოსწავლეებთან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ქამრის მფლობელ მოსწავლეებთან ვარჯიში, რომელსაც მე ვატარებ კვირაში 2-ჯერ, პარასკევს და შაბათს, კანაგავასა და ტოკიოში. იქ მე ვუხსნი მათ სეიბუკაის საბრძოლო ხელოვნებას. მყავს კიდევ ჯგუფი ძალიან წინ წასული მოსწავლეებისათვის.

ალექსანდრე კულანოვი: იაპონიაში მთლიანად რამდენი ადამიანი ვარჯიშობს თქვენთან?

იუკიო ნიშიდა: დაახლოებით 1500 ადამიანი.

ალექსანდრე კულანოვი: რას ფიქრობთ სეიბუკაის განვითარების პერსპექტივებზე რუსეთში? ეს ხომ თქვენი პირველი ვიზიტი არაა აქ?

იუკიო ნიშიდა: მეხუთე, მაგრამ მე ვფიქრობ ეს შეკითხვა ეკუთვნის ვიქტორ აპარინს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ სხვამ გაიზიაროს ჩემი პრინციპები და შემოუერთდეს სეიბუკაის სკოლას.

ალექსანდრე კულანოვი: დღეისათვის რუსეთში ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს შიჰან როიამას კიოკუშინკან კარატეს ფედერაციას. როგორია თქვენი დამოკიდებულება კიოკუშინკაის ამ განშტოებასთან? წახვალთ, თუ არა კიოკუშინკანის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება ამ შემოდგომას მოსკოვში?

იუკიო ნიშიდა: მე მოხარული ვარ, რომ კიოკუშინკანის საქმეები კარგად მიდის. მე როიამა სენსეისთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ბაშვობის მეგობრები ვართ. სამწუხაროდ ბევრი საქმის გამო ვერ ჩამოვალ ჩემპიონატზე.

ალექსანდრე კულანოვი: თქვენ არ ხედავთ მასში კონკურენტს?

იუკიო ნიშიდა: ჩვენ არ გაგვაჩნია კონკურენცია, ვინაიდან ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ბავშვობიდან. მაშინ არც კი არსებობდა ის აზრი, რომ ჩვენ გავხდებით სენსეები და გვექნება რაღაც კონკურენცია. იმ დროს ჩვენ მხოლოდ იმაზე ვზრუნავდით, რომ მიგვეღწია ღირსეულ დონესთვის კარატეში.

ალექსანდრე კულანოვი: ჩემთვის როგორც ცნობილია, იაპონიაში საკმაოდ პოპულარულია ბრძოლები წესების გარეშე: „პრაიდი“, „K-1“ და ა.შ.

იუკიო ნიშიდა: დიახ.

ალექსანდრე კულანოვი: ამ ბრძოლებში ხშირად გამოდიან კიოკუშინკაის მებრძოლები. თქვენ როგორ უყურებთ ყოველივე ამას?

იუკიო ნიშიდა: მე ვფიქრობ, რომ ისინი ჩემი მოსწავლეები არ არიან. მე მათ არ ვურჩევდი ამას, მაგრამ არც რაიმე ზიანს ვხედავ ამაში, რადგან შესაძლებელია ამ მებრძოლებს სურთ ასე გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები.

ალექსანდრე კულანოვი: კიდევ ერთი შეკითხვა კარატეს ისტორიიდან. 1999 წლის დეკემბერში თქვენ დატოვეთ დირექტორის თანამდებობა და გამოხვედით კიოკუშინკაიდან. რატომ?

იუკიო ნიშიდა: ოიამა სენსეის სიკვდილის შემდეგ სკოლა დაიყო ორ დიდ ჯგუფად, რომლის ერთ-ერთის ხელმძღვანელი მე ვიყავი. ორგანიზაციაში აღმოჩნდა ბინძური საქმეები. მე მზად ვიყავი მებრძოლა ყოველივე ამის ამოსაძირკვად, მაგრამ სხვებმა ამჯობინეს თვალები დაეხუჭათ ყოველივე ამაზე. ასეთი პოზიცია ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ვამჯობინე იქიდან წამოსვლა. იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ ეს მთავარი იყო. მინდა დავამატო. თქვენ იცით, რომ სახელწოდებაში „სეიბუკაი“ იეროგლიფი „სეი“ ნიშნავს „ცისფერ წყალს“, უფრო სწორედ ძალიან სუფთას, ლამაზ წყალს, ამიტომ მე ასეც დავარქვი ჩემს სკოლას – „სუფთა საბრძოლო ხელოვნების საზოგადოება“.

ალექსანდრე კულანოვი: ზუსტად ერთი კვირის წინ მე ვესაუბრე ოიამას კიდევ ერთ მოსწავლეს – ტეძუკა სენსეის. მან მომიყვა კიდევ ერთი ვერსიის შესახებ. როგორც ცნობილია, ოიამა, როგორც ბევრი მისი მოსწავლეც იყო კორეელი. ოიამას სიკვდილის შემდეგ, სხვადასხვა კორეულმა კლანმა მოინდომა, როგორც იტყვიან, საბნის თავისკენ გაწევა. ეს ასეა?

იუკიო ნიშიდა: დიახ, გამოვიდა ასეთი კორეული ჯგუფი, რომელსაც სურდა ყველაფერი ეკონტროლებინა. მე ვთვლი, რომ ეროვნება აქ არ უნდა თამაშობდეს როლს, იმიტომ, რომ კარატე არ არის ვინმეს საკუთრება, როგორც ბუნება, გინდ ეს იყოს ამერიკაში, იაპონიაში, თუ რუსეთში. საბრძოლო ხელოვნება უნდა იყოს ამაღლებული ნაციონალურ მიკერძოებებსა და დაჯგუფებებზე.

ალექსანდრე კულანოვი: მაგრამ, ჟურნალში „ტენტი იკკენ“, რომელიც გამოიცემა რუსულ ენაზე კიოკუშინკანის ფედერაციის მიერ, ხშირად ვკითხულობ იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნება არის მხოლოდ იაპონიაში, ამიტომ ნამდვილი მასწავლებელი შეიძლება იყოს მხოლოდ იაპონელი და მხოლოდ იაპონელს შეუძლია გაიგოს საბრძოლო ხელოვნების ჭეშმარიტი არსი.

იუკიო ნიშიდა: მე ამას არ ვეთანხმები და ასე არ ვფიქრობ.

ალექსანდრე კულანოვი: რას ფიქრობთ ძიუდოს შესახებ?

იუკიო ნიშიდა: ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ძიუდო – საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა, რომელიც შეიქმნა სპეციალურად იაპონელებისათვის, მათი სხეულის აგებულების და ფიზიოლოგიის გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, რომ კარატე რუსებისთვის უფრო ახლოსაა, საერთოდ ეს უფრო ორთაბრძოლის საერთაშორისო სახეობაა. სხვადასხვა ქვეყანა თავისებურად გამოიყენებს კუნთებს. მაგალითად, როდესაც იაპონელი რამეს ხერხავს, ისინი ამას არ აკეთებენ ისე, როგორც რუსები, არამედ მოძრაობენ თავისკენ, ასევე მუშაობენ შალაშინით და სხვა იარაღით. იაპონელები ისეთი ერია, რომელიც ყველაფერს თავისკენ ექაჩება, აგრეთვე, როდესაც რამის ეშინია, ის მოიკუნტება, რუსი კი პირიქით, გაიშლება. აქ ნათლად ჩანს ნაციონალური სულის თავისებურებანი და ფიზიოლოგია, მათ შორის განსხვავება აშკარაა. კარატეში საჭიროა ხელი გაშალო – მე ვფიქრობ, რომ ეს რუსების ფიზიოლოგიისათვის უფრო ახლობელია, ხოლო შეკვრა, შებოჭვა – ეს უფრო ახლობელია იაპონელისათვის.

ალექსანდრე კულანოვი: გამოდის, რომ სენსეი კოსოროტოვი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, ეს არის უნიკალური რუსი?

იუკიო ნიშიდა: თუ ადამიანს უნდა იმეცადინოს რომელიმე სახეობაში, მისთვის არ არის რაიმე დაბრკოლება. ამიტომ იაპონელები, რომ გააქარწყლონ ეს ნაციონალური თავისებურება, საჭიროა გააკეთონ მოძრაობები ენერგიის გარეთ გამოტყორცნაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კარატესათვის – ენერგიის გამოტყორცნა, გახსნა. სამწუხაროდ, ყველას არ ესმის ეს, იაპონიაშიც კი. ამიტომ მე მოხარული ვარ, იმისათვის, რომ როგორც იაპონიაში, ასევე რუსეთშიც მყავს თანამოაზრეები, რომელთაც ესმით, რომ კარატე ეს არის საბრძოლო ხელოვნება, რომელიც ყველასათვისაა ხელმისაწვდომი, რომ ეს არ არის სპორტი და ხელოვნება მხოლოდ შეჯიბრებისათვის. მე მოხარული ვარ, რომ ვმოძრაობთ ერთი მიმართულებით.

Comments are closed.